пятница, 14 мая 2010 г.

მართკუთხა პარალელეპიპედი



1. პროექტის სახელი: მართკუთხა პარალელეპიპედი
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები ექსკურსიას მოაწყობენ "აზოტის" ქარხანაში, სადაც ისინი დაათვალიერებენ შენობა–ნაგებობებს, დანადგარებს და საპროექტო დაწესებულებას სადაც ხდება სხვადასხვა სახის პროექტების შესრულება. მოიძიებენ მასალებს სხვადასხვა ფორმის მართკუთხედების შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოძიებული მასალის საფუძველზე იკვლევენ მართკუთხა პარალელეპიპედს, როგორც გეომეტრიულ ფიგურას იკვლევენ მის განზომილებებს, აკეთებენ ხედებს და იზომეტრიას. გამოთვლიან ერთ–ერთი პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობს და მოცულობას. შექმნიან მართკუთხა პარალელეპიპედის მაკეტს მოძიებული განზომილებების მიხედვით. გამოიკვლევენ, რა ასახვა ჰპოვა მართკუთხა პარალელეპიპედმა სამრეწველო და სამშენებლო დარგში. შეაგროვებენ ფოტო მასალას. მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
4. მონაწილეთა ასაკი: 17–18 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე ფიგურის მაკეტის შექმნა და ზუსტი გამოთვლების ჩატარება ზომების დადგენა, მოსწავლეები ისწავლიან ურთიეთ თანამშრომლობას გააუმჯობესებენ წიგნზე და კომპიუტერზე მუშაობას, ბლოგის შექმნა და ნამუშევრის განთავსება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მართკუთხა პარალელეპიპედის მაკეტი, ფოტო–ალბომი, ჩანახატები, ბლოგი, გაიმართება ფოტოსურათების გამოფენა.
8. სარგებელი სხვებისთვის: სხვანაირად დაანახონ გარე სამყარო. გარემომცველ სამყაროში აღმოაჩინონ გეომეტრიული ფიგურები. გაიღრმავებენ ცოდნას. ფოტო გამოფენით მიიღებენ ესთეტიურ სიამოვნებას.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ გეგმასთან კავშირი: გეომეტრია, ქართული.
11. პროექტის ფასილიტატორი: სოფია სინჯარაძე
12. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: sofia.sinjaraze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი: http://www.sofia-sinjaraze.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий